ჩვენი განათლებული თუ ნახევრად განათლებული საზოგადოების საგრძნობ ნაწილში ხშირად გაიგონებთ ყოვლად ველურ და უხეშ აზრსა და გამოთქმებს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. ეს არათუ ქრისტიანული საქციელი არ არის, არამედ დიდი შეცდომაცაა. ეს ჩვენი ნამდვილი უბედურებაა... დროა, დიდი ხანია დროა, გავიგოთ, რომ მრავალფეროვნების საწყისი მხოლოდ ავსებს და ანაყოფიერებს ერთიანობის საწყისს. სრედნევსკის საუცხოო გამოთქმით, თავისებურება, რომელიც თითოეული ხალხის ცხოვრებასა და მეტყველებას ახასიათებს, შეიძლება მუსიკალური ტონების თავისებურებას შევადაროთ; ყოველი მათგანი საჭირო და თვითმყოფადია, თუმცა იგი სხვა ტონებსაც უკავშირდება.
იაკობ გოგებაშვილი
ამ აზრს ეხმიანება და მის შინაარსს განავრცობს გრიგოლ რობაქიძის სიტყვა:
ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს. სხვაა ჰომიროსის სამყარო, სხვაა რუსთაველისა, სხვაა გილგამეშისა, სხვაა ათარვაბედასი, ჰინდუსთა. ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია, რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენადვე უნივერსალურია იგი. შეეყრებიან, მაგალითად: ზემოდხსენებული სამყარონი ერთიმეორეს, იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს, იხილავენ, ვინაიდგან თითოეული მათგანი, თუმცა ერთი სახით, აცნაურებს მსოფლიოს, იმავე დროს ასარკულად ამცნევს უკანასკნელს, როგორც მთელს.
გრიგოლ რობაქიძე
2 comments:
თანაარსებობა და პატივისცემა. ანდაც უბრალოდ "მიხედე თავს" :)
კაი შეხსენება იყო!
ცისარტყელაც ცისარტყელა აღარ იქნებოდა, სხვადასხვა ფერები ერთად რომ არ ცხოვრობდნენ! "სამყაროს ტოლერანტობის ცისარტყელა კი დიდებული სანახავია. ერთფეროვნება, თუნდაც დიდებული, ბოლოსდაბოლოს, მოსაწყენი იქნებოდა.
Post a Comment