პრობლემა
ქართული ლიტერატურის მაგისტრალურმა ხაზმა, რაც მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან მე-20 საუკუნის ოციან წლებამდე ითავსებდა თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობების პროპაგანდასა და კულტურათა შორის დიალოგს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წყვეტა განიცადა. საბჭოთა პერიოდის ლიტერატურულ კრიტიკასა და სასკოლო სახელმძღვანელოებში ქართველი კლასიკოსი მწერლების გარშემო ჩამოყალიბდა სტერეოტიპები, რაც, ხშირ შემთხვევაში ემსახურებოდა ავტორთა, როგორც ლიბერალ მოღვაწეთა ნააზრევის მნიშვნელობის დაჩრდილვას. პოსტ-საბჭოთა პერიოდშიც (ოთხმოცდაათიანი წლები) ლიტერატურის ქრესტომათიაში წარმოდგენილი ტექსტები ქართველ მწერლებს, ძირითადად, მხოლოდ ნაციონალური თემატიკით წარმოადგენდა. დღეს ეს მიდგომა და სტერეოტიპები ახლებურ გააზრებას საჭიროებს.
კონკურსი მიზნად ისახავს
- ქართული ლიტერატურის შესწავლას თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა კონტექსტში.
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა პოპულარიზაციას.
კონკურსის პირობები
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც მიმდინარე (2010-2011) სასწავლო წელს დაკავებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და/ან საშუალო საფეხურებზე;
- სასწავლო პროექტი უნდა იყოს განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის – უნდა შეესაბამებოდეს მათს ასაკობრივ მზაობას და ეხმიანებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს (დასაშვებია შემდეგი საგნების ინტეგრაცია: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება).
- კონკურსში მონაწილე მასწავლებელმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს თანდართული დოკუმენტის შევსებული სახით ელ-ფოსტაზე: geo.democracy@yahoo.com 2011 წლის 10 იანვრამდე.
პრიორიტეტით ისარგებლებს
- სასწავლო პროექტები იმ პედაგოგთა ავტორობით, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს შემდეგ ვებსივრცეებში:
ბლოგი Liberalis http://geo-demokratia.blogspot.com/
და facebook-ის ჯგუფი “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და სიტყვიერებაში” http://www.facebook.com/group.php?gid=117351664952927
- სასწავლო პროექტები, რომელთა შესწავლის მასალა შედარებით უცნობია (მაგ. ნაკლებად პრიორიტეტული იქნება პროექტი, რომელიც შეეხება ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაურს", რადგან ეს ტექსტი საყოველთაოდ ცნობილია და აღიარებული, როგორც ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის ნიმუში) *;
- სასწავლო პროექტი, რომელშიც აისახება ავტორის ობიექტური და პასუხისმგებლობიანი მიდგომა პრობლემისადმი. ავტორი თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობების ჭრილში უნდა გამოკვეთდეს საანალიზო მასალის როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ მხარეებს.
- ის სასწავლო პროექტები, სადაც ორგანულად წარმოჩინდება ძირითად საქმიანობაში უმცირესობების ჩართულობა.
* თქვენთვის საინტერესო მასალები შეგიძლიათ, მოიპოვოთ ზემოხსენებულ ბლოგზე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის იანვარში.
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი
სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის განყოფილება, ქეთი ნინიძე. საკონტაქტო ტელეფონი 893900313
კონკურსის მხარდამჭერია ფონდი `ღია საზოგადოება "საქართველო"
იხილეთ თანდართული დოკუმენტი
https://docs.google.com/viewer?a=v&pid=explorer&chrome=true&srcid=0B6UN3OIi6tIwMGUyNzI2MGMtNTZmYy00N2IwLWExZjUtOWE0MDFkZjE1NzFl&hl=en
http://rapidshare.com/files/434803389/sakonkurso_ganacxadi.doc