ქალაქის თავის არჩევანი
... ჩვენ გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ მხოლოდ ამ საშუალებებზე და ღონისძიებაზე, რომელითაც ერთი ამ კანდიდატის მომხრეთაგანი ცდილობენ თავის მიზნის შესრულებას, თავის კანდიდატის გაყვანას.
ყველაზედ პირველად იმათი მოქმედება უკანასკნელს, პირველ ხარისხის ხმოსანთა ხელმეორედ არჩევანის დროს აღმოჩნდა. ამ არჩევანის დროს იმათ დაივიწყეს უპირველესი საფუძველი ყოველ ამგვარ არჩევანისა: გამოსადეგნი, სასარგებლო იქნებოდნენ ქალაქისათვის ის პირნი, რომელთაც ისინი ხმოსნებად არჩევდნენ, თუ არა. ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ იმით ხელმძღვანელობდნენ: მომხრე იქნებოდა ხმოსნად ამოსარჩევი პირი იმათის კანდიდატისა _ თუ არა. თუ მომხრე იყო, თეთრს უგდებდნენ, თუ მოწინააღმდეგე _ აშავებდნენ. ვის ჰქონდა მხედველობაში ქალაქის ინტერესი, პატიოსნად და ღირსეულად აღსრულების შეძლება კანდიდატისაგან თავის მძიმე მოვალეობისა?
აქედამ წარმოსდგა ის, რომ ზოგიერთი ისეთი პირები იყვნენ ამორჩეულნი ამ კენჭისყრის დროს, რომელთაც საქალაქო კანონები თავის დღეში თვალითაც არ უნახავთ, რომელთაც ქალაქის ინტერესი და სარგებლობა ფეხზედ ჰკიდიათ.
ამას გარდა, რა არის ეს ჩუმ-ჩუმად დაძრომა მაღაზიებში და სახლებში, და, რაღაც ქაღალდზე ხელისმოწერის მოგროვება? განა ქვეყანამ არ იცის _ როგორ აწერინებენ ხოლმე ხელს უმეცარ ხალხს მაგგვარ ქაღალდებზე?, რომ, თუნდაც ოცი-ათას კაცს მოაწერინოთ ხელი, ეგ საზოგადო აზრს არ შეადგენს და ქალაქის ხალხის სურვილს ვერ გამოხატავს?
რა მნიშვნელობა აქვს ამ სხვადასხვა დეპუტაციებს, რომელთაც დაათრევთ აქეთ-იქით, ხან ერთს მიუგზავნით და ხან მეორეს?
ის ფუჭი დაპირება რაღაა, რომელსაც ასე გულუხვად არიგებთ?
ამ გვარის საშუალებით გინდათ, ქალაქის რჩევის ხმოსანთა ძალა დაატანოთ და უეჭველად გინდათ ზნეობითი ზედმოქმედება იქონიოთ ზოგიერთ სუსტ და გზაგაუკვლეველ ხმოსნებზედ და იმათი ხმა თქვენის კანდიდატისათვის შეიძინოთ?
ჩვენა გვგონია, რომ ეს შემცდარი ანგარიშია; რომ ქალაქის რჩევა მაგით არ შეშინდება, მაგას არ მოერიდება და თავისუფლად გამოსთქვამს თავის აზრს...
თუ ესენი კარგის განზრახვით მოქმედებენ, თუ მხოლოდ საზოგადო სარგებლობა აქვთ მხედველობაში, რატომ, თავის კეთილშობილურ აზრის განსახორციელებლად, კეთილშობილურ საშუალებასაც არ ხმარობენ? რატომ პირდაპირ, აშკარად, საქვეყნოდ არ გამოდიან და არ აღიარებენ _ ჩვენ ეს გვსურს და გვსურს იმიტომ, რომ ამადაამ მხრით, ამადაამ საბუთით ეს ემჯობინებაო? ქვეშ-ქვეშ, მალულად, თეატრალურ დეპუტაციებით და ფუჭ იმედების ჩაჩურჩულებით რად მოქმედებენ?
ტფილისი, 18 იანვარს
ილია ჭავჭავაძე/ თხზულებათა აკადემიური გამოცემა/ ტ. 15/ თბ. 1983/ გვ. 395–396
Thursday, May 27, 2010
იაკობ გოგებაშვილი პატრიოტიზმზე (ნაწყვეტი პუბლიკაციიდან)
... ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.
ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა... წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი... ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან...
იაკობ გოგებაშვილი/ რჩეული თხზულებანი/ ტ. 1/ თბ. 1989/ 235-236

ილია ჭავჭავაძე გენდერული თანასწორობის შესახებ
ქალთა თანასწორობა
ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ `დედათა ემანსიპაციის~ თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.
ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი `ჰო~ და `არა~ გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.
ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, _ მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.
ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითო-ოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.
ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.
ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.
იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილო-ამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს _ ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს _ ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს _ წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის _ მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია `დედათა ემანსიპაციის~ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.
ტფილისი, 3 ივლისი
ილია ჭავჭავაძე/ თხზულებათა აკადემიური გამოცემა/ ტ. X/ თბ. 1988/ გვ. 279–282

აკაკი წერეთლის არაკი თავისუფლებაზე
არაკი
ლურჯამ თქვა: "ჩემი პატრონი
მე მეპყრობოდა ავადო:
ორივე ფეხში ბორკილი
მეყარა სატანჯავადო!
მხედნიდა... თავისუფლება
არ მქონდა ჩემდა თავადო,
და ჩემი ბედის ვარსკვლავი
ცაზედ ეჭედა შავადო".
"ცით ჩამოვარდა წერილი,
დამფარველი და მხსნელიო.
ეწერა: "თავისუფლება!..
მოისპოს წესი ძველიო!"
მაშინვე შემტყდა ბორკილი,
მომეხსნა ყელ–საბელიო:
შევხტი და შევინავარდე,
თვალი შემაშრა სველიო.
ვამბობდი: "ჯერ ეს რა არი?
უფრო კარგ ბედსაც ველიო:
მევე ვარ ჩემი პატრონი,
და ზეცა ჩემი მცველიო!"
მაგრამ მიმუხთლა შავ–ბედმა:
ფუ! შერცხვეს ეს სოფელიო!
საითაც ფეხი გავადგი,
ყოველგან მტაცეს ხელიო;
მითხრეს: "აქ შენი რა არი?
სად მოხვალ ჭკუათხელიო?
შენთვის არც მთაა, არც ბარი,
არც მინდორი და ველიო!
მაშ ამგვარს თავისუფლებას
მიჯობს, შემჭამდეს მგელიო!.."
გლეხკაცმა უთხრა ლურჯასა:
"ნეტავ, რას ამბობ მაგასო?
ეგ ჩემი გულის ისარი
შენ მაინც ვინღა დაგასო?
ერთს ჯამში ჩემი ნაღველი
რით ვინ გალესა და გვასო?
და სანამ უნდა ვითმენდეთ
ამდენ წვასა და დაგვასო?"
აქ ლურჯამ დაიხვიხვინა,
მაღლა წიხლები აჰყარა;
გლეხმაც რაღაცა იფიქრა,
თავი მიწისკენ დახარა,
იარაღს ხელი მოჰკიდა,
შრომისა ოფლი დაღვარა,
და მაშინ ბედის ვარსკვლავმაც
მაღლიდან ძლევა ახარა.
აკაკი წერეთელი/ არაკი/ რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად/ ტ. 1/ თბ. 1988/ გვ. 235–236

Saturday, May 15, 2010
ქალები ქართულ ხალხურ პოეზიაში III
ერეკლესა და მაია წყნეთელის შეხვედრა
შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ
ჩაიცვა ვაჟკაცურადა,
თოფ–იარაღი აისხა,
იქცევა მამაცურადა,
პატარა კახსა ეახლა,
რა კარგი სანახავია!..
ხირიმი შეატრიალა,
დაბლა დაუკრა თავია...
_ ვინა ხარ, ძმაო, საიდან,
რომელი გვარის კაცია!
ჰკითხა ბატონმა, რა იცის,
რომ ქალს კაცურად აცვია.
_ მათე ვარ, შენი ჭირიმე!
მოვდივარ შორის–შორადა,
ჯავრი მჭირს ავკაცებისა,
ცეცხლი მწვავს ერთი ორადა.
მინდა, რომ გეყმო ერთგულად,
წელზე ვატარო ხმალია,
შენი ბრძანებით დავიცვა
ქვრივ–ოხერ, ობოლ–ქალია.
ნეფესა მოეწონება
სიტყვა–პასუხი მათესი,
თავის მახლობლად დანიშნა
გმირი _ სიკეთის დამთესი.
მაიას დატყვევება და სიკვდილი
დაკოდილი ყაენის დროს
ამბავი ესე მომხდარა, –
სპარსი დაეცა ქართველსა,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა.
ქალაქ ერევნის ახლოსა
მაია დაატყვევნესა,
არ დაუფასეს გმირობა
სპარსეთში გააგზავნესა.
გულით მაგარი დიაცი
არ შეუშინდა განსაცდელს,
გზაში დახოცა მცველები
და მიაღწია საწადელს...
გახარებული გამორბის,
ესწრაფის მშობელ მხარესა.
უნდა, რომ მალე ეწვიოს
თვით აღმზრდელ არე–მარესა,
მაგრამ უმუხთლა საბრალოს
ტიალმა წუთისოფელმა,
ვერ მიაღწია სახლამდე
უბედურების მნახველმა.
გზაში მოუსწრო სიკვდილმა
ტანჯული სული დალია.
მოუკვდათ ბეჩავ გლეხებსა
მათი დამცველი მაია.
ტიალ მინდორზე ობლადა
მაია ასაფლავია,
ციდან მის საფლავს ანათებს
დღისით მზე, ღამით მთვარეა.
ქართული ხალხური პოეზია / ტ. 11 / თბილისი 1984 / გვ. 69

ქალები ქართულ ხალხურ პოეზიაში II
თუში შალვაის ქალი
ალვანში სანაქებოა
თუში შალვაის ქალია
ქმარი მოუკლეს ქურდებმა,
ძალით გალალეს ცხვარია
ეს რო გაიგო დიაცმა,
შამაიხვია თმანია,
აისხა იარაღები,
წელზე შაიბა ხმალია.
თავზე დაიდგა ჩაჩქანი,
საომრად მიდის ქალია.
შაჰკმაზა თავის ლურჯაი,
ცხენი ჰყავნია ქარია,
ზედ შაჯდა, გამაამალა,
გამაიარა გზანია.
ვირსალაძე / ქართთული ხალხური პოეზია / ტ. III / გვ. 217

Saturday, May 8, 2010
ქალები ქართულ ხალხურ პოეზიაში I
გიგაის ცოლი
მოუკლავთ ჩვენი გიგაი,
ზედ არ აბია მკლავია.
გიგაის ცოლმა გაიგო,
წელს შემოირტყა ხმალია,
შეახტა გიგას ლურჯასა,
შავარდენივით მალია:
– აბა, თუ ლურჯავ, ნალ გიჭრის
ახლა შენი დრო არია.
…………………………
ქალმა დაჰყივლა ყაჩაღებს:
– საით მიგიდით ცხვარიო?!
გაიძრო თავის ფრანგული,
გიგას ნაჭედი არია.
გაჰკრა-გამოჰკრა ყაჩაღებს
მინდორს გაშალა თავნია.
………………………….
გამოუქეჩა ვაცებსა,
ჩეთმას ჩარეკა ცხვარია.
………………………….
ადგა და ქალმა დაიწო
(ეს მათი წესი არია):
ნუ დაიდარდებ, გიგაი,
ცხვარი ჩვენს ხელთვე არია,
ისე გავუძღვე ცხვარ-ძროხას,
არ მოვაშორო თვალია.
ვირსალაძე / ქართული ხალხური პოეზია / თბილისი 1974 / გვ. 139–141

Thursday, May 6, 2010
იაკობ გოგებაშვილი ქართველ და სომეხ ხალხთა ურთიერთობის შესახებ
ძნელად იპოვი სხვა საგანს, რომელიც განმარტებული და გაგებული იყოს უფრო მცდარად და უკუღმართად, ვიდრე ქართველთა და სომეხთა ურთიერთდამოკიდებულებაა. ამ ურთიერთობის შესახებ სასტიკად ცდებიან არა მარტო კავკასიის ფარგლებს იქით, რამედ ჩვენშიც. ანტაგონიზმი, ურთიერთი სიძულვილი – აი ტერმინები, რომლებითაც განსაზღვრავენ სომეხთა და ქართველთა ურთიერთობას, მიუხედავად ათასობით ფაქტებისა, რომელნიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ასეთს მცდარ გაგებას. რაღა შორს წავიდეთ, ამ გაზაფხულს დედაქალაქის სასამართლოში ვიღაც პიროვნებამ, რომელსაც რატომღაც ქართველად მოჰქონდა თავი, მოურიდებლად განაცხადა მთელი რუსეთის გასაგონად, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რომ სომეხი მიწოდესო, იმიტომ, რომ თითქოს, ქართველებსა და სომხებს შორის არსებობს ურთიერთი სიძულვილი და თითქოს ქართველისათვის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა, როცა მას სომეხს უწოდებენ...
ქართველებს და სომხებს შორის არ არსებობს არავითარი ანტაგონიზმი, არამედ მათ შორის არსებობს უაღრესად მტკიცე, უაღრესად გულითადი ძმური ურთიერთობა... ქართველი ისევე ადვილად და სიამოვებით უწევს სამსახურს სომეხს, აბამს მასთან მეგობრულ ურთიერთობას, როგორც თავის თვისტომთან. კავშირურთიერთობისა და შეთანხმებულობის ეს სულისკვეთება ყველაზე ნათლად მჟღავნდება სოფლის საზოგადოებრივ თანამდებობაზე არჩევნების დროს. ქართლში არ გაგონილა სომეხთა და ქართველთა პარტიებად დაყოფა არჩევნების დროს, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც. ასეთი დაყოფა რომ იყოს, ვერც ერთი სომეხი ვერ გავიდოდა, რადგან სომხები ყველა სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ, უმცირესობას შეადგენენ; ამავე დროს მათ თანამდებობებზე ირჩევენ სოფლების მიხედვით, მაგალითად, მამასახლისად, ქართველებზე უფრო ხშირად, თვით კავთისხევში, სადაც ამ სტრიქონებს ვწერ, მამასახლისად არის სომეხი, რომელსაც აგერ უკვე ცხრა წელია, ერთხმად ირჩევს სასოფლო საზოგადოება; ამავე დროს კი ამ სოფელში სომხები მოსახლეობის მეოთხედს ძლივს შეადგენენ.
მაგრამ ქართველთა და სომეხთა ერთ ორგანულ მთელად შეერთებას ყველაზე მკაფიოდ ცხადყოფს მათი რელიგიური ცხოვრების გამოხატულებანი... ეროვნული სულისკვეთების ნათესაობა იმდენად ძლიერია, რომ მან სრულიად გააქარწყლა რელიგიური განსხვავების შეგნების გავლენა და ორივე ეროვნების თვით რელიგიურ ცხოვრებაშიც კი თამხმობა და ერთობა შეიტანა... მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც ზიარებაზე უარს ეტყოდა უეცრად მომაკვდავ სომეხს იმიტომ, რომ ის სხვა სარწმუნოებისაა, თავისი მრევლის საყოველთაო გულისწყრომას დაიმსახურებდა. ურთიერთპატივისცემა და რელიგიური თავაზიანობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იქამდე მიდის, რომ სომხები სოფლად, ქართველთა რელიგიური გრძნობა რომ არ შეურაცხყონ, არ ხსნილობენ აღდგომის წინადღით, როგორც მათ ამის ნებას აძლევს საეკლესიო კანონები, ელოდებიან გათენებას და ქართველებსავით შეექცევიან სახსნილო საჭმელს.
ჰკითხეთ ქართველს: რატომ ცდილობს ის, მართლმადიდებელმა მღვდელმა აზიაროს მომაკვდავი სომეხი, რომელიც სხვა სარწმუნოებისაა და ის გიპასუხებთ: რაც ქართველის მაცხონებელია, არ შეიძლება ასეთი არ იყოს სომხისთვისაცო. ასეთ პასუხს, გამსჭვალულს ეროვნული ნათესაობისა და ურთიერთობის შეგნებით, თქვენ გაიგონებთ სომხისაგანაც... მრავალი ქალაქელი სომხისთვის ქართველთა ეკლესიები სალოცავი ადგილებია, რომელთაც პატივს სცემენ ისეთივე მოკრძალებით, როგორც ქართველები და ხშირად მიდიან შორეულ ადგილას, თუმცა ეს მათ ძვირად უღირთ, რათა ტაძრის დღესასწაულის დროს ილოცონ. მეორე მხრივ, სომეხთა განთქმულ სალოცავს, სურბ-კარაპეტის სახელწოდებით, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სამხრეთ გარეუბანშია, დიდ პატივს სცემს მრავალი ქართველი, დიდი რაოდენობით ესწრებიან რელიგიურ-სახალხო ზეიმს, რომელიც იმართება ამ ეკლესიის ხატობაზე... ქართველი და სომეხი ინტელიგენციის საერთო ძალებით სომხურ-ქართული სპექტაკლების მოწყობა, კეთილი ამხანაგობა ზოგიერთი საერთო ლიტერატურული წამოწყების განხორციელებისას, ქართულ ლიტერატურაში მონაწილეობა ბევრი განათლებული სომხისა, რომლებიც სრულყოფილად დაუფლებიან ქართულ ენას, განათლებული სომეხი ახალგაზრდობის მონაწილეობა ქართული გაზეთის `დროების~ ათი წლის საიუბილეო დღესასწაულზე – მრავალი ამგვარი მოვლენა აშკარად მოწმობს, რომ ხალხიდან წარმომდგარი ურთიერთი ძმობის სულისკვეთება აღაფრთოვანებს ხოლმე ორივე ეროვნების განათლებულ ფენებსაც...
საერთო საფრთხე აერთიანებს ქართველებსა და სომხებს... მტრების მიერ დაპყრობილი ოლქებიდანაც ბევრი სომეხი გადმოსახლდა საქართველოში. როგორ ეპყრობა მათ ქართველი საზოგადოება და მთავრობა? უაღრესად ჰუმანურობით. ნაცვლად უნდობლობისა, დაეჭვებისა, უუფლებობისა, მყარდება ქართველთა და სომეხთა სრული თანსწორუფლებიანობა. სახელმწიფოებრივ თანამდებობათა დაკავების საქმეში არავითარი განსხვავება არ არის ქართველებსა და სომხებს შორის და უკანასკნელნი პირველთა თანაბრად იღებენ უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს სახელმწიფოში. სომეხთა რელიგია, ენა, ეროვნულობა ხელშეუხებელი ხდება და არავის არ მოსდის თავში ველური და სასტიკი აზრი – წაართვან მათ ეროვნული თავისებურებანი, გაუპიროვნონ და გააქართველონ ისინი. სამაგიეროდ, სომხებიც ასევე ეპყრობიან ქართველებს. ნდობას სრული ნდობით უპაუხებენ, იმსჭვალებიან გულწრფელი ერთგულებით საქართველოსადმი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის თავდადებაში ეცილებიან ქართველებს. ისინი საქებური თავგანწირვით იბრძვიან თავიანთი ახალი სამშობლოს მტრების წინააღმდეგ და არც ერთხელ არ შეუბღალავთ თავიანთი რეპუტაცია ღალატით. ორივე მხარე იმსჭვალება ურთიერთი პატივისცემით. ქართველები სომხებში პატივს სცემენ კეთილგონივრულობით აღსავსე პრაქტიკულ ჭკუას, თანდაყოლილ ვაჭრულ სულს, შეუპოვრობას ერთხელ დასახული მიზნის მიღწევაში, თავშეკავებას; თავის მხრივ სომხები ქართველებში პატივს სცემენ თეორიულ ჭკუას, რაც, სხვათა შორის, მკაფიო გამოხატულებას ჰპოულობს პოეტური შემოქმედების დიდად ნიჭიერ ნაწარმოებებში, ხასიათის რაინდულ თვისებებს, ურყევ პატიოსნებას... გულკეთილობას, სიმპათიურ ხასიათს და უძლეველ მამაცობას, რამაც შეუნარჩუნა ხალხს მისი ტერიტორია. სწორედ ამ ძმური ურთიერთობით, რომელიც დამკვიდრდა თანასწორუფლებიანობის ბრძნული პოლიტიკის გამო, აიხსნება, სხვათა შორის, ის საკვირველი ფაქტი, რომ პატარა საქართველომ შესძლო გმირული ბრძოლის ატანა მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ მთელ რიგ საუკუნეთა მანძილზე სომხეთის დაცემის შემდეგ...
იაკობ გოგებაშვილი/რჩეული თხზულებანი/ტ. 1/თბილისი 1989/გვ. 99

Subscribe to:
Posts (Atom)