მასწავლებელთა კონკურსი, 2

სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აცხადებს სასწავლო პროექტების კონკურსს ქართველი მწერლები თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობათა კვალდაკვალ.

კონკურსი მიზნად ისახავს
  • ქართული ლიტერატურის შესწავლას თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა კონტექსტში.
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა პოპულარიზაციას.

კონკურსის პირობები
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც მიმდინარე (2010-2011) სასწავლო წელს დაკავებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და/ან საშუალო საფეხურებზე;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს პროექტი, რომლის მიზანიც იქნება ილია ჭავჭავაძის ან იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების სწავლება თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობებთან (აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თანასწორობა და სხვ.) მიმართებით. შესაძლებელია, პროექტებში წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ერთი, ან ერთზე მეტი სამოქალაქო ფასეულობა.
  • სასწავლო პროექტი უნდა იყოს განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის – უნდა შეესაბამებოდეს მათს ასაკობრივ მზაობას და ეხმიანებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს (დასაშვებია შემდეგი საგნების ინტეგრაცია: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება).
  • კონკურსში მონაწილე მასწავლებელმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს თანდართული დოკუმენტის შევსებული სახით ელ-ფოსტაზე: geo.democracy@yahoo.com 2011 წლის 18 თებერვლამდე.

* თქვენთვის საინტერესო მასალები შეგიძლიათ, მოიპოვოთ   ბლოგზე Liberalis


კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის თებერვალში.  
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი

საკონტაქტო პირი:
სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის განყოფილება, ქეთი ნინიძე. საკონტაქტო ტელეფონი 893900313


კონკურსის მხარდამჭერია ფონდი `ღია საზოგადოება "საქართველო"


საკონკურსო განაცხადი ჩამოტვირთეთ შემდეგი ბმულიდან

http://tpdc.ge/images/stories/sakonkurso_ganacxadi_1.doc