კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საკონფერენციო მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 300 სიტყვისა) უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 25 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე geo.democracy@yahoo.com
კონფერენცია ფოკუსირებული იქნება შემდეგ თემებზე:
· * ტოლერანტობის მოტივი ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში;
· * გენდერული თანასწორობის თემა მე–19 საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში;
· * ქართული ანდაზები თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობებთან მიმართებით;
· * ქართველი ქალი მე–20 და 21–ე საუკუნის ქართულ მხატვრულ ტექსტში;
· * ბავშვთა უფლებები ქართულ ლიტერატურაში – საკითხის დასმის ისტორია ქართულ მწერლობაში;
· * სეკულარიზაციის თემა მე–19 საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში.
საკონფერენციო მოხსენებები შეირჩევა 2011 წლის თებერვალში. კონფერენცია ჩატარდება მარტში, ქ. თბილისში. საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.