Monday, June 14, 2010

იაკობ გოგებაშვილი მოქალაქეთა თანასწორობაზე

თანასწორუფლებიანობის დარღვევა, განსაკუთრებით ისეთი მკაცრი და თვალშიმცემი, როგორიც ამ შვიდი წლის წინათ დამყარდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ყოველთვის დემამორალიზებელ გავლენას ახდენს როგორც იმათზე, რომელთა საზიანოდაც ტარდება ის, აგრეთვე იმათზეც, ვის სასარგებლოდაც არის ის განზრახული. უსამართლობის შეგნება იპყრობს ერთისა და მეორე მხარის გონებას, ჩნდება ყველგან და წამლავს სასწავლებლის მთელ ატმოსფეროს და იწვევს უკმაყოფილებას თვით საზოგადოებაშიაც. ასეთ წრეში სწრაფად იწყებს განვითარებას უნდობლობა, ეჭვიანობა, წვრილმანობა, ტომობრივი განსაკუთრებულობა, ახშობს უმაღლეს და უკეთილშობილეს გრძნობებს და იწვევს გათიშვას იქ, სადაც უნდა მეფობდეს მჭიდრო და ნაყოფიერი სოლიდარობა. თანასწორუფლებიანობის პრინციპი, პირიქით, განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას... ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით ნაკარნახებმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს.


იაკობ გოგებაშვილი / თხზულებათა აკადემიური გამოცემა / ტ. 1 / თბ. 1989 / გვ. 137

No comments: