წინამდებარე ბლოგი შექმნილია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოსა" და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლობით (საგრანტო პროექტი - "დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში"; პროექტის კოდი: Intg/03/10-16856).
დაინტერესებულ პირებს ბლოგი დაეხმარება ქართულ მწერლობასა და ფოლკლორში ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების აღმოჩენაში. უნდა აღინიშნნოს, რომ ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ცალკეული ავტორების ტექსტებიდან ისეთი მასალები, რომლებიც, ჩვენი აზრით, რეპრეზენტაციულია. შესაბამისად, შევეცდებით, თითოეული ტექსტის მიღმა არ დავინახოთ დემოკრატიული ღირებულებები, თუმცა (!) იმდენად, რამდენადაც ყოველი მკვლევარი სუბიექტურია და ჩვენი შეხვედრის ადგილი ყველაზე დემოკრატიულია... :) შეგვიძლია, ვიკამათოთ.
ჩვენ მოგაწვდით ტექსტებს, რომლებიც თქვენთვის მეტ–ნაკლებად, ან სრულიად უცნობია. მასალებს დართული ექნება აკადემიური გამოცემების მონაცემები, რისი საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ, მიმართოთ წყაროებს, ან თუნდაც, პირდაპირ დაიმოწმოთ ესა თუ ის ციტატა.
მასალების მოძიებაზე მუშაობენ პროფესორები:
დარეჯან მენაბდე
მანანა კვატაია
მაია ნინიძე
მაია ჯალიაშვილი
რუსუდან ჩოლოყაშვილი
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation.
Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.
No comments:
Post a Comment